იურიდიული კომპანია “რენომე” აცხადებს ერთთვიან საზაფხულო უფასო სტაჟირებას ადმინისტრაციულ, სისხლის და სამოქალაქო სამართალში.
სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. განხილული იქნება კომპანიაში არსებული საქმეები, სასამართლო პრაქტიკა, კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები. სტაჟირების დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი.
წარმოსადგენი საბუთები: CV, პირადობის მოწმობის ასლი.
სტაჟირების ხანგრძლივობა 20 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 19 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

