საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების პროგრამას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
განცხადების ბოლო ვადა: 07.06.2019
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქციები:
სამინისტროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;
დეპარტამენტში არსებულ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა;
სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისა და საბიუჯეტო ერთეულებამდე დაყვანის პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება;
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება;
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და განხორციელების პროცესის გაცნობა და შესაბამისი დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება – სტუდენტი
მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ B)
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Microsoft Office Excel
Microsoft Office PowerPoint
უცხო ენები:
ინგლისური
დამატებითი მოთხოვნები
სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და აქვს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
ბიზნესის ადმინისტრირება;
სოციალური მეცნიერებები.
სასურველია ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ;
ORIS-ის ან/და სხვა მსგავსი სერტიფიკატები;
მეორე უცხო ენის ცოდნა.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი : ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები: 294 50 00 (24-05) ან (24-02)
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2Mlu4Ya
[wpai_display_imported_files_here]


