სტაჟიორის ფუნქციები:
ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები, სასწავლო პროცესის მონიტორინგის წარმოება, სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება, დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.
სტაჟირების პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა –12;
სტაჟირების ვადა – 2019 წლის 30 სექტემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
სტაჟიორები შეირჩევიან წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;
სტაჟირება არაანაზღაურებადია;
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმეები (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 სექტემბერი.
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში“.
[wpai_display_imported_files_here]


