ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2019 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და გამოცდების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.
შესასრულებელი ფუნქციები:
2019 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
- სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
- ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
- საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
- სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები.
სტაჟირების პირობები:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 7;
- სტაჟირების ვადა – 2019 წლის 26 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით;
- ანაზღაურება (ხელზე ასაღები) – 200 ლარი.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
პირველი ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ მიუთითოთ თქვენი რეიტინგული ქულა)
მეორე ეტაპი: გასაუბრება
გთხოვთ, CV (რეზიუმე) გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ – „სტაჟირება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე“.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ივლისი, 18:00 საათი.
[wpai_display_imported_files_here]
