თბილისის იპოდრომზე სამ დღეს გრძელდებოდა დაბრკოლებათა გადალახვაში მსოფლიო თასის ეტაპის _ “კავკასიის ლიგის” გრანპრის გათამაშება. შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად უცხოელი ცხენოსნებიც მონაწილეობდნენ. შესანიშნავად იასპარეზა ჩვენი უნივერსიტეტის (სპორტის აკადემიის) ცხენოსნობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა შალვა გაჩეჩილაძემ. “სატურნით” მან დისტანცია 8 საჯარიმო ქულით დაასრულა, რაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. შალვა გაჩეჩილაძე პირველი ქართველი მხედარია, რომელმაც მსოფლიო ეგიდით ასპარეზობა მოიგო.
[wpai_display_imported_files_here]

