საქართველოს საბანკო ასოციაციის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია

საქართველოს საბანკო ასოციაცია აცხადებს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი ამოცანები:

  • ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად მარკეტინგული და პიარგეგმების შემუშავება;

  • მარკეტინგული და პიარგეგმების აღსრულების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო და მედიასაშუალებების (მათ შორის ვებგვერდი და სოციალური მედია) ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა – დაგეგმვა და მართვა;

  • საჭირო მასალის (წერილობითი, აუდიო, ვიდეო ან სხვ.) შექმნა, დამუშავება და შესაბამისი არხებით გავრცელება;

  • მარკეტინგული და პიარმასალების არქივის ორგანიზება და წარმოება;

  • მარკეტინგული და პიარღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

  • შესაბამის შიდა და გარე პირებთან მარკეტინგული და პიარსაქმიანობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგისა და პიარის სფეროში;

  • ციფრული მარეკტინგისა და პიარის წარმოების ცოდნა და უნარები;

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • საქმიანობის ორგანიზებისა და ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

  • ძალიან კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

  • კომპიუტერულ პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint, Photoshop) მუშაობის კარგი ცოდნა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარები.

ანაზღაურება: პირველ ეტაპზე 500 ლარიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@association.ge  

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 10 ივნისი, 2019 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი