საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია აცხადებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:
PR და მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი;
პროექტების მართვის უმცროსი სპეციალისტი;
სერვისების განვითარების უმცროსი სპეციალისტი.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის/მათემატიკის/ეკონომიკის მიმართულებით ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი;
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელური;
გუნდური მუშაობის უნარი;
სწრაფი აზროვნების უნარი;
პასუხისმგებელი;
კრეატიული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად გაგზავნეთ მისამართზე : Hr@gsmea.ge. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ასოციაციის შესახებ:
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია – GSMEA საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წლის 10 სექტემბერს დაარსდა.
ასოციაცია გაწევრიანებულია საქართველოს სამინისტროებთან არსებულ მრავალ საკონსულტაციო საბჭოში და აქტიურად მონაწილეობს საჯარო და კერძო დიალოგში (PPD). ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ოთხი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება და კერძო სექტორის წარმომადგენლები: „ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, „ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“.
2011 წლიდან ასოციაციას საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული აქვს შემდეგი პროექტები: „GIZ”, “USAID”, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI) და სხვ.
[wpai_display_imported_files_here]


