სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი.
ძირითადი ფუნქციები:
ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;
მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
ლოგიკური აზროვნება.
ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ, 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე .
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2019.
[wpai_display_imported_files_here]


