საქართველოს ბანკის იურიდიული მიმართულების სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ბანკის იურიდიული მიმართულება აცხადებს 6-თვიან სტუდენტურ პროგრამას START, რომელიც გულისხმობს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

  • სამართლის სკოლის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული.

საქართველოს ბანკი გთავაზობთ:

  • უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენებას;

  • პროფესიონალ მენტორს;

  • ბანკის სტრუქტურისა და მისი მუშაობის მექანიზმების გაცნობას;

  • მონაწილეობას ბანკის მიერ ახალი პროდუქტების გამოშვებისა და დანერგვის პროცესში;

  • საკრედიტო და არასაკრედიტო ტიპის ხელშეკრულებების დრაფტინგის, მონიტორინგის და ვიზირების სწავლებას;

  • მონაწილეობის მიღებას ბანკთან დაკავშირებულ მესამე პირებთან მოლაპარაკების წარმართვის პროცესში;

  • კანონმდებლობის ანალიზს/მონიტორინგსა და რეპორტინგს.

დამატებითი დეტალებისათვის და რეზიუმეს გასაგზავნად გთხოვთ, გადადით ლინკზე:Law.internship.ge

რეზიუმეების მიღების დედლაინი: 6 ივნისი, 2019

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი