საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტუდენტური პროგრამა START in HR

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტურ პროგრამას START in HR.

პროგრამაში მონაწილეობისას შესაძლებლობა გექნებათ:

1.     გაეცნოთ საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის სხვადასხვა მიმართულების საქმიანობას;

2.     იმუშაოთ გამოწვევებით სავსე, საინტერესო გარემოში;

3.     მიიღოთ რეალური სამუშაო გამოცდილება, შეასრულოთ ღირებული ფუნქციები;

4.     გყავდეთ მენტორი, რომელიც სპეციფიკური დავალებებისა და უკუკავშირის საშუალებით დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

რას გულისხმობს START in HR?

სტუდენტური პროგრამა 6 თვეს გრძელდება. გაეცანით ქვემოთ მოცემული მიმართულებების საქმიანობის აღწერას და აირჩიეთ, რომელ მათგანში გაინტერესებთ და გსურთ გამოცდილების მიღება:

  1. ტალანტების მოზიდვის სამსახური:

კომპანიაში არსებული ვაკანსიების ოპერატიული შევსების უზრუნველყოფა, საკვანძო პოზიციების სტუდენტური პროგრამების შექმნა, კანდიდატებისათვის საუკეთესო გამოცდილების ფორმირება, დამსაქმებლის იმიჯზე მუდმივი ზრუნვა.  

  1. ადმინისტრაციული სერვისების სამსახური:

ახალი თანამშრომლის დანიშვნასა და როტაციებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება და მართვა. ადამიანური კაპიტალის ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით თანამშრომლების ოპერაციული მხარდაჭერა.

პროგრამის მონაწილის სასურველი პროფაილი:

განათლება

საქართველოს ბანკი ეძებს  გუნდის წევრებს

– რომლებიც არიან ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა მათთან დაკავშირებული მიმართულების III, IV კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები.

–  ფლობენ შემდეგ უნარებსა და ცოდნას:

  • ადამიანური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
  • გუნდური მუშაობა, მუდმივი მზადყოფნა და სრული ჩართულობა მიზნის მისაღწევად;
  • საუკეთესო კომუნიკაციის (როგორც წერითი, ასევე ვერბალური) უნარი;
  • სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი, მოქნილობა,სიახლეებისადმი ღიაობა, ემოციური ბალანსი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარები.

შერჩევის პროცესი:

პირველი ეტაპი – კანდიდატის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

ტესტირება – სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ, კორესპონდაციის და დაგეგმვის უნარი;

გასაუბრება – კანდიდატის კომპეტენციებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა/შეფასება;

ქეისის განხილვა/პრეზენტაციის მომზადება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია ბმულზე, ატვირთე რეზიუმე/CV, მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება და დააჭირეთ ღილაკს „გამოგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2019

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი