სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სტაჟირება ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე

„ევექსის“ ჰოსპიტალი აცხადებს სტაჟირებას ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: რეგიონული ჰოსპიტალი, ქავთარაძის ქ. N23

სამუშო გრაფიკი: 8-საათიანი 5 სამუშაო დღე

ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია

ძირითადი მოვალეობები:

  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ფარმაციის მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2019

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი