ოფისის მენეჯერის ვაკანსია კომპანიაში “მაგი სტილი”

კომპანია “მაგი სტილი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
•    გენერალური დირექტორის დავალებით საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპანიის კლიენტებთან და მომწოდებლებთან;
•    თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან ქართულ და რუსულ ენებზე და პირიქით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
•    გენერალურ დირექტორთან თანამშრომელთა შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
•    უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზება;
•    სატელეფონო ზარებზე პასუხი;
•    საოფისე საკითხების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•    MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
•    უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა სავალდებულოა.

დამატებითი მოთხოვნები:
•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•    ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
•    დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი