ოლიმპიური ჩემპიონი – სტუდენტებთან

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის სპეციალობის პირველკურსელების თხოვნით, სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორიის ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გაზეთ “ლელოს” მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ ლექციაზე მიიწვია სახელოვანი სპორტსმენი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიოს 20-გზის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ ჩინეთში მსოფლიოს სუპერთასი მერვედ დაისაკუთრა. ქალბატონმა ნინომ დამსწრეთ უამბო საკუთარი 25-წლიანი სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, ილაპარაკა ოლიმპიური მოძრაობის ჰუმანურ იდეალებზე და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი