6 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ”მწვანე უნივერსიტეტის” ინიციატივის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი,
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი.
შეხვედრა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგი თევზაძე მასპინძლობდა, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა პერ ეკლუნდმა გახსნა. ღონისძიების დასარულს მონაწილეებმა ხელიმოაწერეს მწვანე უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ნარჩენების სეპარაციას ახორციელებს. ადმინისტრაციის და სასწავლო კორპუსებში შეგროვებული ქაღალდი უსასყიდლოდ გადაეცემა საწარმოს, რომელიც შემდგომში ახდენს ამ ქაღალდის გადამუშავებას.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან (EC) ინიციატივა – მწვანე
უნივერსიტეტი პირველ ეტაპზე თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ნარჩენი ქაღალდის მეორადი გადამუშავების აქციაში მონაწილეობას გულისხმობს. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მოხდება მაკულატურის შეგროვება მისი შემდგომი მეორადი გადამუშავების მიზნით.
[wpai_display_imported_files_here]

