მთავარი პრიზი ლიგამუსს

სპორტკომპლექს ლაგუნა ვერეს აუზში დამთავრდა ახალგაზრდა წყალბურთელთა საქართველოს თასის გათამაშება. შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.

1992-1994 წლებში დაბადებულთა შორის სპორტკლუბ ლიგამუსის წევრებმა (ნიკოლოზ შუბლაძე, ლევან ჩიქვინიძე, სანდრო ხუციშვილი, გიორგი ქარჩილაძე, თორნიკე ბარბაქაძე, გიორგი ჩახავა, ოთარ გოგავა, დავით გალდავა, გიორგი ფირანიშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, ლევან ყავლაშვილი, თეიმურაზ ცაავა, ლევან ჩომახიძე, ამირან ჯიმშელეიშვილი, თორნიკე ბროლაძე, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელები – ნოდარ ჩხარტიშვილი და გოგა დოლიძე) იყოჩაღეს: დაამარცხეს დელფინი(23:0) და ლაგუნა ვერე(10:3), დაუზავდნენ (4:4) ივერიას და ბურთების უკეთესი სხვაობით (37:7) მთავარი პრიზიც დაიმსახურეს.

უმცროს ასაკში (1995-1997 წლებში დაბადებულნი) კი ლიგამუსი მეორე ადგილს დასჯერდა.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი