4 ნოემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. თავის გამოსვლაში მინისტრმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობასა და პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. საჯარო ლექციას ძირითადად ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებს დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში მიმდინარე ის რეფორმები გააცნო, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია. მოხსენებაში მან ასევე ისაუბრა კონსტიტუციის ახალ კანონპროექტზე, დამოუკიდებელი სასამრთლო სისტემის გაძლიერებაზე, საარჩევნო რეფორმებსა და მედიის პლურალიზმის ხელშეწყობაზე. დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორას, კერძოდ, პატიმრობის ახალ კოდექსსაც შეეხო, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და პრობაციის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული. 
შაშკინმა დაინტერესებული სტუდენტების ყველა შეკითხვას უპასუხა; საუბარი დიალოგის ფორმით გაგრძელდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტი მზადაა, დაეხმაროს სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე განათლების რეფორმის განხორციელებაში.
[wpai_display_imported_files_here]

