ფაბრიკა თბილისი აცხადებს მარკეტინგის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიას.
მოვალეობები:
მონაწილეობა მარკეტინგული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში;
მონაწილეობა საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში;
ფაბრიკის ციფრული არხების მართვა, რომ მათზე მუდმივად განახლებული ინფორმაცია იყოს განთავსებული – სოციალური მედია და ვებგვერდი fabrikatbilisi.com;
საინტერესო სიახლეების შეგროვება რეზიდენტებისა და ფაბრიკაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ამ სიახლეებზე ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხებში;
ღონისძიებების შიდა და გარე კალენდრების მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
მონაწილეობა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ასევე იმ ღონისძიებების მხარდაჭერაში, რისი მასპინძელიც იქნება ფაბრიკა;
მონაწილეობის მიიღება სივრცის განვითარებისთვის ახალი იდეების გენერირებასა და განხორციელების პროექტებში.
გუნდი ეძებს მარკეტინგის უმცროს მენეჯერს:
რომელიც იქნება აქტიური, ენერგიული და ინციატივიანი;
ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების, მრავალფეროვანი საქმისა და ბევრი მუშაობის;
აინტერესებს შემოქმედებითი სფერო და მისი განვითარება;
აქვს წერის (ე. წ. ქოფირაითინგის) კარგი უნარები;
აქვს ან იღებს განათლებას მარკეტინგის მიმართულებით;
რომელიც სრულყოფილად ფლობს ქართულ და ინფლისურ ენებს;
აქტიურად არის ჩართული ციფრულ სამყაროში, იცნობს ციფრული მედიის არხებს და იყენებს მათ ყოველდღიურად;
არის მოწესრიგებული და იცავს დედლაინებს;
აქვს სურვილი, გაიგოს, რას ნიშნავს მარკეტინგი და სტრატეგიული ბრენდის მართვა პრაქტიკაში;
რომლისთვისაც საინტერესოა ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს გავლილი მარკეტინგის საფუძვლები, სტრატეგიული ბრენდინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები;
მცირე პროექტის მართვის გამოცდილება;
ციფრული კონტენტის შექმნის გამოცდილება, თუნდაც პირადი მიზნებისთვის;
აპლიკანტისთვის საინტერესო უნდა იყოს ონლაინმარკეტინგის არხები და მათი გამოყენება;
მოყვარულის დონეზე Adobe Photoshop-ისა ან/და Adobe Illustrator ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: work@fabrikatbilisi.com სათაურის ველში მიუთითეთ Fabrika – Junior Marketing Manager ასევე მიწერეთ დამსაქმებელს, რატომ გსურთ შეუერთდეთ გუნდს.
რეზიუმეს მიღების საბოლოო ვადა: 5 ივლისი, 2019 წელი.
[wpai_display_imported_files_here]


