„ლოგიკმეტრის” მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
„ლოგიკმეტრი“ ინოვაციური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა.
განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1000 ლარი+ ბონუსი.
მოვალეობები:
კომპანიაში ქსელური მარკეტინგის სისტემის დანერგვა და განვითარება;
ახალი მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
პოტენციურ მომხმარებლებთან/ დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა/ორგანიზება;
მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან პირადი ელექტრონული სატელეფონო კომუნიკაცია.
მარკეტინგსა და გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგულ ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
მარკეტინგის/გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
სოციალური ქსელების მართვა;
ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
კომუნიკაციის კარგი უნარი;
გუნდური მუშაობის კარგი უნარი;
მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;
დროის მართვა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
სასურველია:
სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში;
კომპიუტერული პროგრამები Adobe Illustrator; PhotoShop.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაგზავნოთ CV მისამართზე: info@logicmeter.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]


