კონსულტანტ-გამყიდველის თანამდებობა “ბიბლუსში”

წიგნების მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

 მოთხოვნები:
•    20-დან 30 წლამდე ასაკის ქალბატონი;
•    გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
•    კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    დახვეწილი მეტყველება.
ხელფასი: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00, სრული (კვირაში 6 დღე).
ძირითადი მოვალეობები:
•    მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში;
•    კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი, მარკირება და დახარისხება.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
 1. ტესტირება
 2. გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატი გაივლის 2 კვირიან საგამოცდო ვადას.

რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 27 აგვისტო.

გაცნობებთ: ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად უნდა გააგზავნოთ ქართულ ენაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი