კონკურსი ვებ-გვერდის მთარგმნელის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მთარგმნელის თანამდებობაზე 2011 წლის 14 იანვრიდან.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
1.    ინგლისური ენის ფლობის მაღალი კომპეტენცია, (ინგლისური ენის  ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი C1 დონე ).
2    მთარგმნელობით სფეროში მუშაობის  გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება წერილობით თარგმანების შესრულების გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
3    საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
4    ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის დამყარების უნარი;
5    დროის შეზღუდულ პერიოდში მოქმედების უნარი, ოპერატიულობა;

ფუნქციები:
1.უნივერსიტეტის ვებ გვერდის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და ინგლისურიდან ქართულ ენაზე;

სამუშაო პირობები:
1.ანაზღაურება განისაზღვრება ნათარგმნი სიმბოლოების რაოდენობის სტანდარტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ოდენობის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი  შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2010 წლის 14 იანვრიდან 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით.  გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი