ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის 23 მარტის აკადემიური საბჭოს №38 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდეს ღია კონკურსი სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 2010 წლის 3 ივნისიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება.
- პირადობის მოწმობის ასლი.
- დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- CV.
საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 5 ივლისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 22 ივლისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში.
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 13 აგვისტოს.
[wpai_display_imported_files_here]

