ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ტურიზმის ცენტრი აცხადებს კონკურსს ტურიზმის მენეჯმენტის მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე. გვესაჭიროება სპეციალისტები შესაბამისი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით შემდეგი აკადემიური კურსების ორგანიზებისთვის:
კურსების ჩამონათვალი:
- ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (2 სემესტრიანი კურსი)
- მარკეტინგი და გაყიდვები ტურიზმის სფეროში (1 სემესტრიანი კურსი)
- ღვინოთმცოდნეობა (1 სემესტრიანი კურსი)
- ღონისძიების მენეჯმენტი (1 სემესტრიანი კურსი)
- სასტუმროს და რესტორნის ტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფა (1 სემესტრიანი კურსი)
- საერთაშორისო რეზერვაციის სისტემები (1 სემესტრიანი კურსი)
შენიშვნა: 1 სემესტრი მოიცავს 15 სალექციო კვირას (სულ 30 საკონტაქტო საათი, ან მეტი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
- სწავლების და ლექციების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კრეატიულობა – ინტერაქციული ლექციების ჩატარების და აუდიტორიის მართვის უნარები;
- უნარი, წაიკითხოს კურსი ინგლისურ ენაზე საჭიროების შემთხვევაში (სასურველია).
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა ვთხოვთ გამოგზავნოთ შევსებული აპლიკაცია (თან აქვს დართული განცხადებას) შემდეგ ელ-მისამართზე არაუგვიანეს 23 ივნისისა: vacancy@iliauni.edu.ge.
გთხოვთ, წერილი საგნის ველში (subject line) მიუთითოთ პოზიციის და კურსის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
თანდართული ფაილი: სააპლიკაციო ფორმა.
[wpai_display_imported_files_here]

