კონკურსი ასისტენტ მკვლევარის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიკრობთა და ფაგების გენეტიკის ლაბორატორიაში ასისტენტ მკვლევარის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
1. კანდიდატი უნდა ფლობდეს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებულ) აკადემიურ  ხარისხს;
2. მინიმუმ 10 წლიანი სამეცნიერო (ლაბორატორიული) მუშაობის საერთო გამოცდილება;
3. ბაქტერიოფაგებთან დაკავშირებული მინიმუმ 5 წლიანი  სამეცნიერო (ლაბორატორიული) მუშაობის გამოცდილება;
4. უცხო ენების ცოდნა : რუსული (თავისუფლად), ინგლისური (კითხვა, თარგმნა, კომუნიკაციის დამყარება უცხოელ კოლეგებთან);
5. კომპიუტერული პროგრამების (Word, Excell,Power Point) ცოდნა, ინტერნეტში მუშაობის, სამეცნიერო მასალის მოძიების შესაძლებლობა;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შესარჩევ კონკურსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1. კანდიდატის   სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა  და ხარისხი;
2. პატენტების არსებობა;
3. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება სამეცნიერო სფეროში;
4. კონფერენციებში და საერთაშორისო გრანტებში მონაწილეობის გამოცდილება;
5. შესაბამისი სფეროს სამეცნიერო- კვლევით თრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
6. სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის კანდიდატი;

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:
1. CV
2. დისერტაციის თეზისების  ასლი;
3. სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
4. მიკრობიოლოგიის დარგში მოღვაწე წამყვანი მეცნიერის რეკომენდაცია/დახასიათება;
5. უცხო ენის ცოდნის, თრენინგებში მონაწილეობის ან სხვა სახის სერთიფიკატების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2011 წლის 10 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე – phages@iliauni.edu.ge ან მოიტანონ  მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას ქუჩა №3, მეორე სართული, ოთახი №9.

გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის 20 თებერვალი.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი