2010 წლის 3 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ა) სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ) პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით სრული პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე;
გ) კულტურისა და რელიგიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
დ) ფილოსოფიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ე) სოციოლოგიის და დემოგრაფიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე;
ვ) პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.
ბრძანება სრულად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>
[wpai_display_imported_files_here]

