კომპანია “menu.ge” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის კომპანიის საქმიანობისა და სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, შეხვედრებისა და პრეზენტაციების მოწყობა, საქმიანი მიმოწერის წარმოება და სხვ.;
პოტენციურ კლიენტებთან შეთანხმებით თანამშრომლობის პირობების განსაზღვრა და აღნიშნული პირობების დაცვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ.);
კლიენტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების/პრობლემების მოგვარება, მათი მოთხოვნებისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);
სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).
დამატებითი მოთხოვნები:
ორგანიზებულობა;
შედეგებზე ორიენტირებულობა;
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
დროის მართვის უნარი.
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: sophio.katsitadze@menugroup.co.uk , სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (გაყიდვების მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 31 მაისი, 2019 წელი
[wpai_display_imported_files_here]


