კომპანია „Gingers“ აცხადებს სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსიას.
სოციალური მედიის მენეჯერის მოვალეობები:
ამზადებს სოციალური მედიის სტრატეგიას კლიენტის სპეციფიკისა და ბიზნესსაჭიროებების გათვალისწინებით;
მართავს და უვლის სოციალური მედიის გვერდებს, ზრუნავს გვერდის მომხმარებლის გამოცდილების სრულყოფაზე;
ადგენს გვერდის კონტენტკალენდარს, შესაბამისი პოსტების მოსამზადებლად მუშაობს დიზაინერების გუნდთან ერთად;
სტრატეგიის შესაბამისად ადგენს სარეკლამო გეგმას, უშვებს რეკლამებს და თვალყურს ადევნებს კამპანიების მიმდინარეობას;
ამზადებს რეპორტებს, რაციონალურად და არგუმენტირებულად აანალიზებს მიღებულ შედეგებს და ამის საფუძველზე გამოაქვს გაუმჯობესების რეკომენდაციები;
აქტიურად ჩართულია კლიენტთან კომუნიკაციაში პროექტის მენეჯერსა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
იცის ყველაფერი იმ გვერდების შესახებ, რომელსაც მართავს, ყველა დეტალი, თავისებურება, სპეციფიკა, მომხმარებლის ქცევა;
თვალყურს ადევნებს სიახლეებს და ცდილობს, დანერგოს ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში.
ძირითადი მოთხოვნები:
ძირითად სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
მარკეტინგულ/სარეკლამო/ციფრულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მარკეტინგის პრინციპების ცოდნა – პოზიციონირება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა. შ. ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და წინადადებების გამართულად თარგმნის უნარი;
ოფისის პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ისა და PowerPoint-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
განვითარების და სიახლეების სწავლის სურვილი.
უნარ-ჩვევები:
სხარტად მოაზროვნე;
ინიციატივიანი;
კომუნიკაბელური;
მოწესრიგებული;
პუნქტუალური;
ცნობისმოყვარე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: natia@gingers.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


