კომპანიის BDO ბიზნესის ანალიტიკოსის ვაკანსია

კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ბიზნესის ანალიტიკოსის ვაკანსიას

სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი

ბიზნესანალიტიკოსი ჩართული იქნება ცვლილებების მართვის პროექტებში, რომელთა ფარგლებში მოუწევს შექმნას და განავითაროს ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები.

საქმიანობა მოიცავს პროფესიულ საკონსულტაციო პროექტებში მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლას, მათ დიზაინს, დოკუმენტაციის მომზადებას, დეველოპერებთან მუშობას, ტესტირებას, დანერგვას და შემდგომ მხარდაჭერას.

ფუნქცია/მოვალეობები

  • სხვადასხვა კომპანიის ბიზნესპროცესების შესწავლა, ანალიზი და პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;

  • პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა;

  • სხვადასხვა კომპანიაში RPA სისტემისა და ლინ მენეჯმენტის მეთოდოლოგის დანერგვის პროექტებში მონაწილეობა.

 მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ბიზნესის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვის პროექტებში;

  • გამოცდილება ბიზნესპროცესების დიაგრამებისა და პროცედურული დოკუმენტაცის შექმნაში;

  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ტექნიკური და ბიზნესინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

  • ინიციატივიანი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ბიზნესანალიტიკოსი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27/05/2019

„ბიდიო“ არის აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი