კომპანიის BDO ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

კომპანია ბიდიო აცხადებს პროგრამული პროდუქტი 1C-ის კონსულტანტის ანაზღაურებად სტაჟირებას.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი

6 თვე კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი პარასკევი

მოვალეობები:

  • პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება;
  • პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა;
  • პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება;
  • პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა პროგრამის მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანისა);
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები);
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge, გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი 1C ERP“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.10.2019

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი