კომპანია „ფოლადის სახლის“ იურისტის თანაშემწის ვაკანსია

კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს იურისტის თანაშემწის ვაკანსიას.

იურისტის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მოგვარება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ 05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, შაბათი  მოკლე სამუშაო დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;

  • სასურველია კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება;

  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;

  • იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • შედეგზე ორიენტირება;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება

  • ტრანსპორტირება

  • სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: იურისტის თანაშემწე.

გასაუბრება გაიმართება შერჩეულ კანდიდატებთან.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი