ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ აცხადებს სტაჟირებას ფინანსური ზედამხედველობის სამსახურში და ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ, გახდეთ აქტიური, განვითარებადი და საინტერესო გუნდის წევრი.
- სტაჟიორებს დაევალებათ:
- აქტიურად ჩაერთონ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიმდინარე საქმიანობაში;
- მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტირების დაგეგმვის გარკვეულ პროცესებში;
- აქტიურად ჩაერთონ ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით შემოსული მოთხოვნების დამუშავებასა და შესრულებაში.
- კომპანია „კრისტალი“ ეძებს სტუდენტს:
- რომელიც გახდება მათი გუნდის ნაწილი;
- რომელიც იქნება მოტივირებული, ნიჭიერი, აქტიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული;
- რომელიც არის საბანკო-საფინანსო მიმართულების მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- იცის ექსელი ძალიან კარგად;
- არ ეშინია ციფრების;
- აქვს კარგი ანალიტიკური უნარი;
- არის დეტალებზე ორიენტირებული.
- კომპანია გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
- სტაჟირების პირობები:
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
- მოქნილი სტაჟირების გრაფიკი
თუ ფიქრობთ, რომ სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა და თვლით, რომ ხართ ის, ვისაც კომპანია „კრისტალი“ ეძებს, გაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: vacancy@crystal.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ „სტაჟირება ფინანსებში“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ოქტომბერი.
[wpai_display_imported_files_here]


