დაცვის კომპანია „ალგანი“ აცხადებს გენერალური დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას.
ძირითადი ვალდებულებები:
თანამშრომლების რეგიონული და საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
პრეზენტაციებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
საინფორმაციო ბაზების მომზადება, ორგანიზება და პერიოდულად განახლება;
კომპანიის PR და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სტუდენტი/ბაკალავრი;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულობა;
საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
პრეზენტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00-დან 21:00 საათამდე, შაბათი – 13:00-დან 19:00 საათამდე, კვირა – დასვენება.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ანაზღაურება 700-1000 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


