ინკლუზიური კომუნიკაცია ყველასთვის: ინკლუზიური აკადემიური გარემოს გაძლიერება RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პარტნიორმა უნივერსიტეტებმა წარმატებით განახორციელეს RE-DIRECTION პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლევადიანი კურსების პილოტირება. მათ შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა კურსი „ინკლუზიური კომუნიკაცია ყველასთვის“, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას და პასუხობს უმაღლეს განათლებაში ინკლუზიური და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის  საჭიროებას.

კურსი განხორციელდა პროექტის ონლაინპლატფორმის საშუალებით და მასში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უკრაინის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. ინტერაქტიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებით მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ძირითადი თეორიული საფუძვლები.  სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციისა და აკადემიურ სივრცეში მზარდი კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ინკლუზიური კომუნიკაცია აღარ წარმოადგენს არჩევით კომპონენტს, იგი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. უნივერსიტეტები არის სივრცეები, სადაც დიალოგი, ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობა განსაზღვრავს როგორც ინდივიდუალურ განვითარებას, ისე საზოგადოებრივ პროგრესს.

კურსის პილოტირების ეტაპს სტუდენტების მხრიდან ღირებული უკუკავშირი მოჰყვა, რაც საფუძვლად დაედება მისი შემდგომი დახვეწისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. ინკლუზიური კომუნიკაციის კომპეტენციების უმაღლესი განათლების სასწავლო გეგმებში ინტეგრირებით RE-DIRECTION პროექტი არსებითად უწყობს ხელს საქართველოში და უკრაინაში უფრო სამართლიანი, ციფრულად განვითარებული და მომავალზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემების ჩამოყალიბებას.

RE-DIRECTION პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

Re-direction მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების ინტეგრაციას.

დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე აქტივობების გასაცნობად ეწვიეთ:

პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/

Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827

LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/

X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ხედვები და აზრები ეკუთვნით მხოლოდ ავტორ(ებ)ს და, შესაძლოა, არ დაემთხვას ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვასა და აზრებს. ევროკავშირი და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვასა და აზრებზე.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი