ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კანცელარიის ოპერატორ/კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასმული/პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, კომპეტენციის ფარგლებში მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, ზარების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა;
სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება და მათი მონაცემთა ბაზაში ასახვა;
წერილების მიღება და რეგისტრაცია.
ძირითადი მოთხოვნები
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა;
ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარები;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
რეზიუმე (CV)
უმაღლესი განათლების ან სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი
შერჩევის ეტაპები:
პირველი ეტაპი – რეზიუმეების გადარჩევა
მეორე ეტაპი – ტესტირება
მესამე ეტაპი – გასაუბრება
დასაქმების პერიოდი –2019 წლის 1-ლი აგვისტოდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 – 18:00 სთ.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა – 2
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


