სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში (3 ვაკანსია).
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მცირე სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და მაღალ-განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რეგულარულად ემსახურება 8 000-მდე კლიენტს საქართველოს 5 რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება;
• კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
• გაყიდვების აქციებში მონაწილეობა;
• ბაზრის კვლევებში მონაწილეობა;
• სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები;
• აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება;
• პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი;
• დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 17 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

