ევექსის ჰოსპიტლები იწყებს სტაჟირების პროგრამას მათთვის, ვისაც HR-ში დასაქმება სურს.
ევექსის ჰოსპიტლები, ფართო ჰოსპიტალური ქსელი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წევრი კომპანიაა. მისი აქციები 2015 წლის ნოემბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისთინგშია და წარმატებით იყიდება
სტაჟირების კურსს უძღვება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი HR გუნდი.
ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?
მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდეს ამ გუნდის წევრი.
ევექსი იწვევს დამწყებ HR-ებსა და HR-ით დაინტერესებულ ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტისა და სხვა მიმართულების სტუდენტებს.
სტაჟირების ფორმატი შედგება ვორკშოპებისა და პრაქტიკისგან ევექსის ჰოსპიტლების HR დეპარტამენტის სხვადასხვა მიმართულებით.
მონაწილეებს მოეთხოვებათ მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და შემოქმედებითობა.
კურსის ხანგრძლივობაა 3 (სამი) თვე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში მოქნილი გრაფიკი).
სტაჟირებით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ „HR Partners”
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 სექტემბერი, 2019 წელი
ევექსის ჰოსპიტლები გელით გუნდის მომავალ წევრებს!
ევექსის ჰოსპიტლებში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან შეინახონ სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
[wpai_display_imported_files_here]


