6-7 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “Redefining Higher Education in a Digital Context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations (Re-direction)” ფარგლებში.
პირველი სამუშაო დღე დაეთმო უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიურობის პრინციპების განხილვასა და სახელმძღვანელოს პრეზენტაციას. მონაწილეებმა იმსჯელეს ელექტრონული სასწავლო პლატფორმების მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროცესში.
მეორე დღეს ტრენინგის პროგრამა ფოკუსირებული იყო ICT-ისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში ელექტრონული სწავლების ინტეგრირებაზე. მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქტიურ სესიებში და გაეცნენ უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს.
ღონისძიების მიზანი იყო პროექტის მონაწილე პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ინკლუზიური კომუნიკაციის, ელექტრონული სწავლების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მდგრადი განვითარების პროცესებში ონლაინსწავლების ინტეგრირების მიმართულებით.
პროექტის შესახებ
“Re-direction” მიზნად ისახავს ქართული და უკრაინული თუ საქართველოსა და უკრაინის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების ინტეგრაციას.
პროექტით იგეგმება:
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიური ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება;
- პარტნიორ ინსტიტუციებში მწვანე კომპეტენციებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობისთვის არსებული მიდგომების გაუმჯობესება.
2025