ეკოლოგიის ინსტიტუტი სთავაზობს პირველი კურსის სტუდენტებს ასარჩევად ორ სამაგისტრო თემას, რომლის შესრულება სტუდენტებმა უნდა დაიწყონ 2011 წლის იანვრიდან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ დავით თარხნიშვილს ამ წლის 10 დეკემბრამდე (ან უფრო ადრე).
კავკასიის კლდის ხვლიკები: გენეტიკური მრავალფეროვნება და ბადისებრი სახეობათაწარმოქმნის ჰიპოთეზა.
საქართველოში გავრცელებულ ხვლიკს Darevskia derjugini გააჩნია უჩვეულოდ მაღალი მიტოქონდრიული დნმ-ის მრავალფეროვნება. ზოგიერთ ადგილას მათი დნმ-ის სტრუქტურა განურჩეველია მათი ნათესავი სახეობის, Darevskia mixta-ს დნმ-ის სტრუქტურისაგან. სამაგისტრო ნაშრომის შესრულება გულისხმობს ორივე სახეობის ბირთვული და მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლას და იმის დადგენას, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიბრიდიზაცია Darevskia derjugini-ს გენოფონდის ჩამოყალიბებაში.
ხელმძღვანელები: დავით თარხნიშვილი, მარი მურცხვალაძე
საქართველოს ლოკოკინების ფაუნა: რაზეა დამოკიდებული სახეობების მრავალფეროვნება?
საქართველოსათვის ცნობილია 200-ზე მეტი ხმელეთის ლოკოკინას სახეობა. მათი დიდი ნაწილი ვრცელდება ტყის ზონაში. სამაგისტრო ნაშრომის შესრულება გულისხმობს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე შეგროვებული სინჯების გარჩევას, სახეობების გარკვევას და მრავალფეროვნების დადგენას, და GIS-მოდელირების გამოყენებით იმ ფაქტორების გამოყოფას, რომლებზეც დამოკიდებულია სახეობების რაოდენობა და მრავალფეროვნების ინდექსები.
ხელმძღვანელები: დავით თარხნიშვილი, ლევან მუმლაძე.
[wpai_display_imported_files_here]

