მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია ჰიპერმარკეტ ” გუდვილში ”

ჰიპერმარკეტი “გუდვილი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:
•მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე;
•მაგისტრის ხარისხი მარკეტინგისა და ბიზნესის ადმინისტრირებაში;
•ინგლისური, რუსული და ქართული ენების კარგად ცოდნა;
•კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint ) კარგად ცოდნა;
•კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაუძღვეს სხვადასხვა სახის საქმიანობას, უნდა ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის, გადმოცემისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია კომპანიაში ”კლასიკა”

კომპანიას “კლასიკა” ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

აუცილებელი მოთხოვნები:
•საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
•ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
•ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
•შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება); საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•უმაღლესი განათლება;
•უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია ”ევროტექნიკსში”

საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ევროტექნიკსი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის თანამდებობაზე.

გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია ”ეტიკეტში”

კომპანია “ეტიკეტი” არის სტამბა, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა პოლიგრაფიულ პროდუქციას ადგილობრივი ბაზრისათვის.
კომპანია “ეტიკეტი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:
•კლიენტებისათვის პროდუქციის შეთავაზება;
•ახალი შეკვეთების ორგანიზება;
•შეკვეთის ხარჯის, ფასის, ჩაბარების ვადის, გადახდის პირობების განსაზღვრა და კონტროლი, შეკვეთის მსვლელობის და კლიენტთან ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა შეკვეთის გაფორმების მომენტიდან ტრანსპორტირებამდე.
მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის მართვის სფეროში;
•სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
•ინგლისური ენის ცოდნა;
•კომპიუტერთნ მუშაობის გამოსდილება;
•ასაკი: 22 წელს ზევით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 898 24 24 21

სარეკლამო აგენტის ვაკანსია სარეკლამო სააგენტოში ”Epic Group”

20-28 წლის სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს სარეკლამო სააგენტო “Epic Group” იწვევს სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:
•20-28 წლის;
•კომუნიკაბელურობა;
•გამოცდილება მსგავს სფეროში;
•უცხო ენების ცოდნა.

ანაზღაურება: გამომუშავებით

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 23 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 898 24 24 21

გიდის ვაკანსია თბილისის თოჯინების მუზეუმში

თბილისის თოჯინების მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას გიდის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

•განათლება: ჰუმანიტარული;
•უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
•სხვა: პუნქტუალური, ორგანიზებული, აქტიური, სასიამოვნო გარეგნული და პიროვნული თვისებებით (უნარ-ჩვევები), კომუნიკაბელური.

ბოლო ვადა: 2010 წლის 9 მარტი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306,
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

პროგრამისტის ვაკანსია პროკრედიტ ბანკში

პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს პროგრამისტის ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

•ბანკის ძირითადი პროგრამების უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
•ახალი მოდულების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
•ფინანსურ მონაცემებში შესწორებების შეტანა;
•განყოფილების უფროსის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

•პროგრამირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
•პროგრამირების ენებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა და მათი პრაქტიკაში განხორციელება;
•დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
•კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფილად ფლობა;
•კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
•დამოუკიდებლად და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები.

სტაჟირება ”კორ სტანდარტ ბანკში”

“კორ სტანდარტ ბანკს” ესაჭიროება სტაჟიორები გაყიდვების სამსახურში.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს კომუნიკაციისა და კლიენტების ეფექტურად მოზიდვის სფეროში. ისინი გაეცნობიან ბანკში არსებულ პროდუქტს და შეიძენენ ბანკის ფილიალებში პრაქტიკულ გამოცდილებას. სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟიორები დამოუკიდებლად იმუშავებენ კლიენტებთან. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან და მოზიდული კლიენტების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ ბონუსებს.