კომპანიას “კლასიკა” ესაჭიროება ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
აუცილებელი მოთხოვნები:
•საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება ექსელში);
•ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•ინფორმაციის ექსელში დამუშავების შესაძლებლობა;
•ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
•შიდა და გარე გაყიდვების ორგანიზება (გამოცდილება); საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
•უმაღლესი განათლება;
•უცხო ენა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
•რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).
მოვალეობები:
•ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
•დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში;
•დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
•სხვა ვალდებულებები.
პრეტენდენტები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას.
კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ საგამოცდო 2 თვიანი ხელშეკრულება. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ცოდნიდან გამომდინარე, 240 ლარიდან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 898 24 24 21
[wpai_display_imported_files_here]

