პროგრამისტის ვაკანსია პროკრედიტ ბანკში

პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს პროგრამისტის ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

•ბანკის ძირითადი პროგრამების უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
•ახალი მოდულების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
•ფინანსურ მონაცემებში შესწორებების შეტანა;
•განყოფილების უფროსის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

•პროგრამირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
•პროგრამირების ენებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა და მათი პრაქტიკაში განხორციელება;
•დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
•კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფილად ფლობა;
•კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
•დამოუკიდებლად და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები.

პროგრამული ენები:

•T-SQL;
•C#;
•ASP.Net;
•MS SQL 2005/2008.

სხვა:
 
• ოპერაციული სისტემებისა და ქსელების სამუშაო დონეზე ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ბოლო ვადა: 2010 წლის 24 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი