ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სტაჟირების ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირების ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში. ფუნქცია-მოვალეობები: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი; აპარატურის გამართვა; საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები). უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის დამლაგებლის (მეეზოვის) ვაკანსია

ფუნქცია-მოვალეობები: უნივერსიტეტის ტერიტორიის (შიდა ეზოს, შენობის მიმდებარე ტერიტორიის) ყოველდღიური დასუფთავება; უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე არსებული სანაგვე ურნების ნარჩენებისგან გაცლა საჭიროებისამებრ; ნარჩენების შეგროვება და განსაზღვრულ ადგილას გატანა; ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მონიტორინგი. ქცევითი კომპეტენციები: მოწესრიგებულობა; ორგანიზებულობა და პუნქტუალობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5; სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკაში კატალოგერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ელექტრონულ საინვენტარო ჟურნალში გატარება; დიუის ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით კლასიფიცირება; ილიაუნის ელექტრონულ კატალოგში აღწერა; ტექნიკური დამუშავება; როგორც ძირითადი საქმიანობის ნაწილი, ასევე შეიძლება დაევალოს საბიბლიოთეკო ფონდების მოწესრიგება, ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებსა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობა. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; ქართულ ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი; ინგლისური […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ანაზღაურებადი სტაჟირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებენ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში. ფუნქცია-მოვალეობები: ასისტირება ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მართვასა და ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია). […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მოლარის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს თეატრის მოლარის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა; სატელეფონო ზარებზე პასუხი; მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ფინანსური ჟურნალის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail); სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ელექტრონულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). პიროვნული უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი; დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა: გამართული […]
კვლევითი ასისტენტის ვაკანსია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა“ (პროექტის ხელმძღვანელი − პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი) ფარგლებში ცხადდება კვლევითი ასისტენტის ვაკანსია. ფუნქცია-მოვალეობები: პროექტში ჩართულ მკვლევრებთან კოორდინაცია და კვლევითი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; საარქივო კვლევის ასისტირება: არქივებში ვიზიტის დაჯავშნა, მკვლევართა მითითებით წყაროების მოძიება და დამუშავება, წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მკვლევრებისთვის წყაროების ასლების მიწოდება; […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მთავარი პროგრამისტის ვაკანსიას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპლექსური PHP სისტემების მართვა, ახალი ფუნქციონალების შემუშავება, მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა; პროგრამისტთა გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და მონიტორინგი; პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; არქიტექტურულ/ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებათა მიღება; მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია; სისტემების უსაფრთხოებისა და პერფორმანს-ანალიზის უზრუნველყოფა; ტესტირების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება; ტექნიკური პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 10-წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში; მინიმუმ […]
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დიზაინერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დიზაინერის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ციფრული და ბეჭდური მასალის ვიზუალების მომზადება; მარკეტინგული მასალებისა და მიმდინარე ღონისძიებებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით დიზაინით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად; ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება ხელით ან/და პროგრამების გამოყენებით; ინფოგრაფიკების შექმნაში მონაწილეობა; დიზაინერის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება; შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება […]
ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისში. ფუნქცია-მოვალეობები: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების ონლაინ რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება; სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება; დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება; ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის (უფროსი სპეციალისტის) ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: უნივერსიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა გუნდთან კოორდინირებით; სოციალურ მედიაარხებზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრა სოციალური არხების სპეციფიკაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნება და მონიტორინგი; ორგანიზაციის სოციალური ქსელების რეპუტაციაზე ზრუნვა; მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა; სოციალური ქსელების, Live-ტრანსლაციებისა და ონლაინშეხვედრებისთვის ბმულების გენერირება; სარეკლამო სტრატეგიის […]
