ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლაში ფინანსების და საბაკო საქმის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლაში ფინანსების და საბაკო საქმის მიმართულებით  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  კონკურსის გამოცხადების  შესახებ ბრძანება სრულად იხ.მიმაგრებულ დოკუმენტში> კონკურსანტის მიერ შესავსები ფორმა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში>> საკონკურსო განაცხადი .>

ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ჩარიცხვების ოფიცერი) ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით. ფუნქცია-მოვალეობები: სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხების მართვასა და შესრულებაში; საერთაშორისო სტუდენტების ონლაინაპლიკაციის სისტემის მართვა; ონლაინაპლიკაციების დამუშავება, აპლიკანტებთან უკუკავშირი და პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან ურთიერთობა; საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის […]

ანაზღაურებადი სტაჟირება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს პროგრამირების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება IT გუნდს მიმდინარე პროექტებში. გთავაზობთ, რეალურ გარემოში განავითაროთ პროგრამული უნარები და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.  პოზიცია: IT სპეციალისტის სტაჟირება დეპარტამენტი: IT დეპარტამენტი ტიპი: სტაჟირება ნახევარი განაკვეთი ძირითადი ფუნქციები: მცირე სკრიპტების/პროგრამების წერა და მოდიფიცირება (Python); ინსტიტუტის შიდა სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა; საჭიროების შემთხვევაში, არსებული კოდის ანალიზი და გაუმჯობესება. საკვალიფიკაციო […]

ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის (უფროსი სპეციალისტის) ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ყოველდღიურად გამოსაქვეყნებელი მასალების კოორდინაცია – ინფორმაციის სტრუქტურირება, შინაარსის განსაზღვრა, დიზაინერებთან ერთად ვიზუალური კონცეფციისა და სტილის შეთანხმება, სტილის კონტროლი და ბრენდბუქის შესაბამისობის უზრუნველყოფა. სამუშაო ნაკადის ავტომატიზაცია და ვებადმინისტრატორთან სინქრონიზაცია მასალის ყველა პლატფორმაზე უხარვეზოდ და დროულად განსათავსებლად; უნივერსიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა გუნდთან […]

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეო მემონტაჟის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სხვადასხვა ფორმატის ვიდეოების მომზადება (სოციალური ქსელები, სატელევიზიო ფორმატი, საიმიჯო რგოლები); მოკლე ფორმატის ვიდეოების მონტაჟი (TikTok, Instagram, Reels, Shorts); ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და პლატფორმის მოთხოვნების გათვალისწინებით (მათ შორის სუბტიტრები და გრაფიკული ელემენტები); ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: […]

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას. ფუნქცია–მოვალეობები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება; უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება; ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა; სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება; ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის მართვა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება); ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება; ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და განათების მოწყობა. […]

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში. სტაჟირების ხანგრძლივობა – სამი თვე (დასაქმების პერსპექტივა). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: დეპარტამენტის საქმიანობაში მონაწილეობა; საველე გასვლებში მონაწილეობა; დეპარტამენტის ტრენინგებში მონაწილეობა.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოდეზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP ბექენდ დეველოპერის ვაკანსია

ძირითადი მოვალეობები: უნივერსიტეტის პროექტებზე მუშაობა; კომპლექსური PHP სისტემების მართვა; ახალი ფუნქციონალების შემუშავება; მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა.   ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა; PHP 8-სთან და Laravel ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება; HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება; მონაცემთა ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; API-ებთან მუშაობისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება; ვერსიების კონტროლის ხელსაწყოებთან (Gitlab) მუშაობის გამოცდილება; DevOps პრაქტიკებისა […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2025 წლის 19 დეკემბრიდან გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ერთი ფოტოსურათი ¾; CV; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსია

2025 წლის 10 დეკემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით: ა) აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება; გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; დ) აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; ვ) საოფისე […]