დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის IT სპეციალისტის სტაჟიორის ვაკანსია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას IT დეპარტამენტში. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზე, განსაზღვრული 3-თვიანი ანაზღაურებადი პერიოდისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების მონაწილეობას ინსტიტუტის ტექნიკურ პროექტებში. ვაკანსია განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებულებისა და სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველთათვის. ძირითადი მოვალეობები Python-ით მცირე სკრიპტებისა და პროგრამების შექმნა/გაუმჯობესება; შიდა ტექნიკური სისტემების მხარდაჭერა; არსებული კოდის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში […]
გრაფიკული დიზაინერის (მთავარი სპეციალისტის) ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკული დიზაინერის (მთავარი სპეციალისტის) ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: მარკეტინგული / სარეკლამო მასალის (ნაბეჭდი მასალა, ვებგვერდი, სოციალური მედია) ვიზუალების შექმნა, დამუშავება; საბეჭდ ფაილებად მომზადება; ტექსტების ავტორებთან (copywriter) მუშაობა ტექსტისა და ვიზუალის ეფექტიანი შესაბამისობის შემუშავების მიზნით; საუნივერსიტეტო მასალების დიზაინის ბრენდბუქთან შესაბამისობაში მოყვანა; კონტროლი; სამუშაო პროცესის ავტომატიზებისა და ეფექტურობისთვის გარკვეული განგრძობადი სერიული ღონისძიებების […]
გრაფიკული დიზაინერის (სპეციალისტის) ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გრაფიკული დიზაინერის (სპეციალისტის) ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ციფრული და ბეჭდური მასალის ვიზუალების მომზადება; მარკეტინგული მასალებისა და მიმდინარე ღონისძიებების დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა ორგანიზაციის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად; ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება ხელით ან/და პროგრამების გამოყენებით; ინფოგრაფიკების შექმნაში მონაწილეობა; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება; შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება […]
საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (სერვისების ოფიცერი) ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (სერვისების ოფიცერი) პოზიციაზე საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით. ფუნქცია-მოვალეობები: საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა; საერთაშორისო სტუდენტების სავიზო-საიმიგრაციო საკითხების მართვა, კონსულტაცია, დოკუმენტაციების მომზადება, შესაბამის რელევანტურ უწყებებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო სტუდენტების საქართველოში ჩამოსვლისა და დაბინავების საკითხების ფასილიტაცია, წინა გასამგზავრებელი ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო სტუდენტების დაზღვევასთან დაკავშირებული […]
კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და მეცნიერების პოლიტიკის ინტერფეისის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პროექტის „შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის შექმნის და გაძლიერების მიზნით საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის ინოვაციური ქსელის დაფუძნება და ოპერირება (EFXINNOS)“ კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და მეცნიერების პოლიტიკის ინტერფეისის სპეციალისტის თანამდებობაზე. დეტალური ინფორმაციისათვის იხ.ბმული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეომემონტაჟის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ილიაუნის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და საინტერესო ვიდეომასალის მომზადება; ვიდეოფაილების შეტანა, დამუშავება და საბოლოო ვერსიის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა; სხვადასხვა ფორმატისთვის (სოციალური ქსელები, ღონისძიებები, საიმიჯო რგოლები) ვიდეომასალის მომზადება; TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატებისთვის შესაბამისი მოკლე ვიდეოების დამზადება (CapCut-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამის გამოყენებით); ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და […]
დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ვაკანსია მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას. მთავარი სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შესასყიდი ან/და უნივერსიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შეფასება, დეფექტური აქტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მათ შორის რესურსული მეთოდისა და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის გამოყენებით. საჭიროებიდან გამომდინარე საბაზრო ფასების დადგენა/კვლევა; არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამებში, კერძოდ ArchiCAD-სა და AutoCAD-ში, მუშაობა, […]
PHP ბექენდ დეველოპერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური აცხადებს ვაკანსიას PHP ბექენდ დეველოპერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: უნივერსიტეტის პროექტებზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა; PHP 8-სთან და ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (Laravel, CodeIgniter, Symfony); HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება; REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება; ვერსიების კონტროლის ხელსაწყოებთან (Gitlab, Github) მუშაობის გამოცდილება; მონაცემთა ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; ტესტების წერის გამოცდილება ჩაითვლება […]
„ლიგამუსის“ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს წიგნის სახლის „ლიგამუსი“ მოლარე–კონსულტანტის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: წიგნების გაყიდვა; წიგნის მაღაზიის ყველა სალაროს, სალარო აპარატის, სალარო ტერმინალის, სალარო ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათი გამოყენების ცოდნა; სალაროში არსებულ ფინანსურ რესურსებზე ანგარიშვალდებულება; ინკასაცია; აღრიცხვა − ანგარიშის სამსახურთან ურთიერთობა; სამსახურის უფროსისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ; სამსახურში მიმდინარე ღონისძიებების დროს კომპეტენციის ფარგლებში […]
ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პროექტის „შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის შექმნის და გაძლიერების მიზნით საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის ინოვაციური ქსელის დაფუძნება და ოპერირება (EFXINNOS)“ ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე. დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ბმული.
