შპს “შირნჰოფერი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1,500 ლარიდან 2,500 ლარამდე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მოვალეობები:
• ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
• დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება;
• ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
• სასაქონლო მარაგების აღრიცხვა;
• საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
• საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Excel, ინტერნეტი;
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაციის/გუნდური მუშაობის უნარი;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 5 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ: 229 47 11.
[wpai_display_imported_files_here]

