”სტუდენტური ლიგა 2009”

სპორტკომპლექს “ქარიშხალაში” დამთავრდა მინიფეხბურთელთა ტურნირი “სტუდენტური ლიგა 2009”, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და ფუტსალის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა, რომლებმაც ფლეი-ოფამდე უდანაკარგოდ მიაღწიეს, ნახევარფინალში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს 6:2. თბილისის სახელმწიფო და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ (3:3) დამთავრდა.

პენალტების სერიაში აგრარებმა იმარჯვეს – 10:9, გადამწყვეტი პაექრობის დამატებით დროში კი ჭავჭავაძელებს სძლიეს 2:1 და მთავარი პრიზი დაიმსახურეს.

ჩვენი უნივერსიტეტის გუნდი მე-2 ადგილს დასჯერდა.

მე-3 ადგილზე გავიდა თსუ, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტს 9:3 მოუგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად შოთა თოფურია (ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი) დაასახელეს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი