საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“, აცხადებს სააგენტოს უფროსის თანაშემწის ვაკანსიას.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას
ახორციელებს ბაზრის არასასურსათო პროდუქტებზე. საქმიანობის
ფარგლებში ზედამხედველობის სააგენტო შეაფასებს ბაზარზე ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა: სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები.
ძირითადი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ინგლისური ენის C-1 დონეზე ცოდნა.
პოზიციაზე განიხილებიან როგორც დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის
სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ თანამდებობის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 თებერვალი, 2020 წ.
[wpai_display_imported_files_here]


