ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას.

ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირის ორგანიზება;

  •  სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ მათი გადამისამართება;

  • ორგანზიაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;

  • ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

  • მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა, საჭიროების შემთხვევაში;

  • საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება;

  • საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესებულმა კაბდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელმისამართზე: vacancies@idfi.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 26 თებერვალი, 2020 წ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი