თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კოორდინატორის ვაკანსიას
ძირითადი სამუშაო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური ენის ცოდნა;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ძირითადი მოვალეობები:
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში დეკანის ასისტირება;
სკოლის განვითარებასა და მართვის პროცესში მონაწილეობა შესაბამისი სკოლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე;
სასწავლო პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მართვაში აქტიური ჩართულობა დეკანსა და შესაბამის სამსახურთან ერთად;
პროფესორების, ლექტორების, მკვლევრების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
Სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან აქტიური ურთიერთობა;
აკადემიური პროცესების ორგანიზებაში ჩართულობა;
მონაცემთა ბაზების მართვა და ორგანიზება.
პიროვნული თვისებები:
მართვისა და ორგანიზების უნარი;
კომუნიკაბელური;
სწრაფად ათვისების უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დროის ეფექტურად განაწილებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
კრიტიკული ანალიზის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
საჭირო დოკუმენტაცია: СV და სამოტივაციო წერილი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის მიხედვით, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ინგლისურსა და ზოგად უნარებში, მესამე ეტაპზე – გასაუბრება. Დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@Freeuni.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „კოორდინატორი”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]


