ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური აცხადებს სტაჟირებას 3 თვის ვადით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
ფუნქციები:
ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
მიმდინარე საქმიანობაში ჩართვა.
სტაჟირების პირობები:
ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2
სამუშაო განაკვეთი – სწავლასთან შეთავსებით
გთხოვთ, CV (რეზიუმე) გამოგზავნოთ 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით მისამართზე – vacancy@iliauni.edu.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ –„სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში“.
[wpai_display_imported_files_here]


