„თბილღვინო“ აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიაში მიღებული დოკუმენტების, წერილების გამართულად აღრიცხვისა და შესაბამის პირებზე დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
მომზადებული ბრძანებებისა და დოკუმენტების დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროებების მოგროვება, დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება დელეგირების ზღვრების ფარგლებში;
ოფისის აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა ინვენტარის შეძენის ორგანიზება;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, დამლაგებლების კოორდინირება, მათი მუშაობის განრიგების დაგეგმვა;
დაცვის სამსახურის თანამშრომლების მუშაობის გრაფიკების დაგეგმვა და მათ საქმიანობაზე, პატრულირებაზე კონტროლი ვიდეოკამერების მონიტორის მეშვეობით;
კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
თანამშრომლებისთვის სხვა სახის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მმართველი გუნდის დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება;
მინ. 2-წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციული/ოფისმენეჯერის პოზიციაზე;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2);
საოფისე პროგრამების ცოდნა;
კარგი ინტერპერსონალური უნარები;
ორგანიზებული;
დეტალებზე ორიენტირებული.
კომპანია გთავაზობთ
სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
სხვა დამატებით ბენეფიტებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: hr@tbilvino.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 27 თებერვალი, 2020 წ.
კომპანიის შესახებ:
კომპანია „თბილღვინო“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ.
CV-ს გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „თბილღვინომ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
[wpai_display_imported_files_here]


